მსოფლიოს ჩემპიონატი: ესპანეთის ზედიზედ მე-60 წაუგებელი თამაში [VIDEO]

AutoSharing Option

2 სექტემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუჯერებელი შედეგები ჰქონდათ.

ესპანეთს, მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში, 1993 წლის მარტის შემდეგ არ წაუგია. "ფურია როხას" დაუმარცხებელი სერია, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, უკვე 60 თამაშს ითვლის. მეტოქესთან შედარებით, მატჩს "მოკრძალებული", 33-სერიიანი წაუგებელი სერიით შეხვდა იტალია - "სკუადრა აძურას" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ეგემა.

მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა სერია გაგრძელდა, სტუმართა კი - შეწყდა. ესპანეთმა სოლიდური უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, როდესაც
ისკოს ორ ზუსტ დარტყმას ორი გოლი მოჰყვა. მე-2 ტაიმში, თავი ალვარო მორატამაც გამოიჩინა და იტალია, რომელსაც 10-თამაშიანი წაუგებელი და 5-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, შინ განადგურებული დაბრუნდა.


G ჯგუფი
ესპანეთი-იტალია 3:0
ესპანეთი
: დე ხეა, კარვახალი, რამოსი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, სილვა, ინიესტა (მორატა 72), ასენსიო (ნიგესი 78), ისკო (ვილია 90)
იტალია: ბუფონი, დარმიანი, ბარცალი, ბონუჩი, სპინაცოლა, კანდრევა (ბერნარდესკი 70), დე როსი, ვერატი, ინსინიე, იმობილე (გაბიადინი 78), ბელოტი (ედერი 70)
გოლები: 1:0 ისკო 13, 2:0 ისკო 40, 3:0 მორატა 77


ალბანეთი-ლიხტენშტაინი 2:0
გოლები
: 1:0 როში 54, 2:0 აგოლი 78


ისრაელი-მაკედონია 0:1
გოლი
: 0:1 პანდევი 73

1. ესპანეთი 7 6 1 0 24:3 19
2. იტალია 7 5 1 1 18:7 16
3. ალბანეთი 7 4 0 3 9:8 12
4. ისრაელი 7 3 0 4 9:13 9
5. მაკედონია 7 2 0 5 9:13 6
6. ლიხტენშტაინი 7 0 0 7 1:26 0


I ჯგუფი
ფინეთი-ისლანდია 1:0
გოლი
: 1:0 რინგი 8


უკრაინა-თურქეთი 2:0
გოლები
: 1:0 იარმოლენკო 18, 2:0 იარმოლენკო 42


ხორვატია-კოსოვო (შეწყდა)

1. უკრაინა 7 4 2 1 11:5 14
2. ხორვატია 6 4 1 1 11:2 13
3. ისლანდია 7 4 1 2 9:7 13
4. თურქეთი 7 3 2 2 11:8 11
5. ფინეთი 7 1 1 5 5:10 4
6. კოსოვო 6 0 1 5 3:18 1


D ჯგუფი
სერბეთი-მოლდოვა 3:0
გოლები
: 1:0 გასინოვიჩI 20, 2:0 კოლაროვი 30, 3:0 მიტროვიჩი 81


უელსი-ავსტრია 1:0
გოლი
: 1:0 ვუდბურნი 74

1. სერბეთი 7 4 3 0 16:7 15
2. ირლანდია 7 3 4 0 9:5 13
3. უელსი 7 2 5 0 10:5 11
4. ავსტრია 7 2 2 3 9:9 8
5. საქართველო 7 0 4 3 7:11 4
6. მოლდოვა 7 0 2 5 4:18 2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული