"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, პრემიერლიგაში გადავიდეს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, პრემიერლიგის ბინადარი "ასტონ ვილა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერისა და კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დამატებითაა დაინტერესებული.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის მცველს "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

რთული სეზონის დასრულების მერე კაპიტანი "ნაპოლის" ბოსებთან ერთად სამომავლო გეგმებზე დაილაპარაკებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

მიმდინარე სერია A-ში დი ლორენცომ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შარშან ძალიან კარგი იყო.ამ სეზონის პირველ ნახევარშიც,მაგრამ არ ვიცი ტრავმების,არ ვიცი გადაღლის თუ სხვა რაიმე მიზეზით,დღეს ძველებურ დონეზე ვეღარ თამაშობს.ზოგჯერ ნერვებიც ღალატობს,ბოლო ხანებში.ხვიჩასი არ იყოს,მასაც დე ლაურენტისთან ხომ არ აქვს პრობლემა?შარშან დი ლორენცო,ხაზგასმული სიმშვიდით და კორექტულობით გამოირჩეოდა.
სოსო
14:44 16-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული