"სასუოლოს" დღეს "ნაპოლისთან" შეხვედრაში ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"სასუოლოს" იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უნდა დაუპირისპირდეს, ახალი მწვრთნელი ეყოლება.

"ნეროვერდიმ" ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და უკვე ყოფილი დამრიგებელი ალესიო დიონისი გაათავისუფლეს.

მის ნაცვლად დღეს კლუბს 50 წლის ემილიანო ბიჯიკა გაიყვანს, რომელიც "სასუოლოს" ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა და ახლა დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" მატჩის დღე! - მეტოქე, რომელიც კვარაცხელიას ასე უფრთხის...

მკითხველის კომენტარები / 2 /
Dionisi gaxsnil tamasshs atamashebda,es chaayenebs avtobuss da daelodeba metoqis shecdomas,erti tamashis mere sheecvalat kargi iqneboda...
L.J .
13:26 28-02-2024
2
სასუოლო - ნაპოლი
მწვრთნელები:
ბიჭიკა და კაცუნა
ქ. გ.
12:56 28-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული