ოსიმენმა განაცხადა, რომ "ნაპოლის" დატოვებს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამჟამად ნიგერიის ნაკრების რიგებში აფრიკის თასზე ასპარეზობს, CBS-ის ეთერში განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის, იქამდე კი უნდა, "ნაპოლიში" სეზონი კარგად დაასრულოს.

"უკვე ჩამოვყალიბდი, როგორ ნაბიჯს გადავდგამ. ყველაფერი გადავწყვიტე. გეგმა გამაჩნია და ზუსტად ვიცი, რა გავაკეთო. ჩემზე გავრცელებული ინფორმაციების 60% პრემიერლიგასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა".

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ვიქტორის მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა 120-130 მილიონ ევროდ შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარამაც უნდა მოხიოს
berg
21:35 24-01-2024
0
ხვიჩამდე დიდი არაფერი იყავი და არც ახლა იქნები ვარსკვლავი.
უცნობი
11:40 24-01-2024
7

სიახლეები პოპულარული