"ნაპოლი" ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი "ვერონადან" "ნაპოლიში" გადავა.

მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. პლუს 2 მილიონი "ვერონამ" შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს.

ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა "ბორნმუთის" ნახევარმცველმა ჰამედ ტრაორემ და "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრმაც მიხვდება დაცვა და საყრდენი პოზიციების კატასტროფულ თამაშს ესენი კიდე შემტევს ეძებენ უცნაურია
giorgi
13:05 17-01-2024
0
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას გოლებს სხვებიც გაიტანენ:)
ირაკლი
11:55 17-01-2024
0

სიახლეები პოპულარული