დე ლაურენტისი ურჩ ზილენსკისა და პოლიტანოს სჯის

AutoSharing Option
ბევრი გაკვირვებული დარჩა, რომ "სალერნიტანასთან" მატჩის განაცხადშიც კი არ მოხვდა "ნაპოლის" პოლონელი ლეგიონერი პიოტრ ზილენსკი. ის ტრავმირებული არაა და როგორც იტყობინებიან, კუნთი აქვს გადაღლილი. ზილენსკი "ტორინოსთან" შეხვედრაში შესვენებისას პასკუალე მაცოკით შეცვალეს, რომელიც მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გააძევეს. საქმე კი იმაშია, რომ პიოტრი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს აცხადებს და "ინტერში" აპირებს გადასვლას.

"ნერაძურის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ Sky Sport-თან განაცხადა, რომ იანვარში ზილენსკის გადაყვანას არ გეგმავენ. როგორც ჩანს, ზაფხულს ელოდებიან, რათა თავისუფალი აგენტი გახდეს და უფასოდ ჩაიგდონ ხელში.

იგივე სიტუაციაში იმყოფება მატეო პოლიტანო, რომელსაც
"ალ შაბაბი" ეპატიჟება. პოლიტანო "ტორინოსთან" თამაშის 68-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან, ხოლო "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისას - 66-ეზე.

რა თქმა უნდა, ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ნეაპოლურ გუნდზე ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს საკუთარი ინტერესები გააჩნია და მწვრთნელი ვალტერ მაცარი გაპროტესტებასაც ვერ გაბედავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საშინლად დაუსჯია )
ვვვ
11:28 14-01-2024
0
აურელიო ზილენსკის Serie B-ში გაუშვებს იჯარით.
ქ. გ.
08:18 14-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული