"დე ლაურენტისმა მოგვატყუა" - პოლიტანოს აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი შეიცვალოს. იტალიელის დამატებით არაბული "ალ შაბაბი" ინტერესდება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გააკეთა. მისი თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ ხელფასს შეჰპირდა, თუმცა კინოპროდიუსერმა პირობა დაარღვია.

"დე ლაურენტისთან ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ვისაუბრეთ, მოლაპარაკებები შემდგომ თვეებშიც გავმართეთ და პრეზიდენტი პირადად შემპირდა, რომ ამ საკითხს მალე მოაგვარებდა. არაბეთიდან შემოთავაზება მივიღეთ, ჩვენ კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" მივანდეთ.

აურელიომ კარგად იცის, პოლიტანო რას წარმოადგენს. დე ლაურენტისისგან
პასუხი მალევე უნდა მივიღოთ, რადგან დრო გადის და ეს მატეოსადმი უპატივცემულობაა", - განაცხადა ჯიუფრედიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პოლიტანო მილანის "ინტერიდან" 2021 წელს, 13.7 მილიონ ევროდ შეიძინა.

altპოლიტანო ახალ გუნდს უახლოვდება

altშენცა, მატეო? - "ნაპოლის" შეიძლება პოლიტანოც დაემშვიდობოს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთი მატყუარა და გადამგდები რომაა, ფულზე გაწუწკებული,იმიტომ არის მასთან ურთიერთობა აღარ უნდათ და გუნდი ასეთ კრიზისშია, ტორინოსთან უმოტივაციოდ დაბორიალებდნენ მინდორზე, მეცოდებიან ფეხბურთელები.
ხვიჩამ დროზე უნდა გაასწროს მაგ ჩარჩს, ადვილი არაა, ჯერ თავის დაღწევა, მერე მისთვის შესაფერისი გუნდის მოძებნა, მაგრამ იმედია საბოლოოდ მაინც მის სასიკეთოდ მოხდება ყველაფერი
ხათუნა
16:05 14-01-2024
0
ჯუღელს კი ამ დროს საღათას ძილით სძინავს @@ ზუსტად ხვიჩას სიტუაციაა აქაც !
zura222
23:12 05-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული