"ფროზინონე" იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"ფროზინონე" "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილი 18 წლის ნახევარმცველის, არიიონ იბრაჰიმოვიჩის გამოსყიდვას აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

იტალიური კლუბი უახლოეს რამდენიმე კვირაში ოფციის გააქტიურებას გეგმავს, რაც 3.5 მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ამის შემდეგ "ბაიერნს" მისი 11 მილიონად დაბრუნება შეეძლება.

ამას გარდა, ზაფხულში იბრაჰიმოვიჩის შეძენას "აინტრახტი", "მილანი" და "სპორტინგი" შეეცდებიან.

არიიონის სატრანსფერო ფასი 4 მილიონია, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სჯობდა,გამოსყიდვის კონკრეტული თანხა არ ჩაეწერათ.ძალიან ნიჭიერი ბიჭი ჩანს და ფროსინონეს ძალიან დაეხმარებოდა თამაშითაც და გაყიდვის შემთხვევაში,გაყიდვის ფასითაც.11 მილიონი,ძალიან მალე,ძალიან იაფი გახდება.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მგონია.მამისაგან განსხვავებით,სხვათა უპატივცემულობა,თითქოს არ ეტყობა და ესეც კარგია.
სოსო
13:10 11-01-2024
0

სიახლეები პოპულარული