მოურინიოს ბოლო სეზონი იტალიაში? - მოურინიო და "რომა" შესაძლოა, მორჩეს

AutoSharing Option
Foot Mercato წერს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ შესაძლოა, "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

პორტუგალიელს "ჯალოროსისთან" შრომითი ხელშეკრულება ეწურება და ჯერჯერობით ის არ გახანგრძლივებულა.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებენ თუ არა "მგლები" ჩემპიონთა ლიგის საგზურს. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით, "რომამ" 2021/22 წლების სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული