"იუვენტუსი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" "შახტარის" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი სუდაკოვის სამსახურით დაინტერესდა და იანვარში მის გადაბირებას შეეცდება.

"იუვენტუსს" 21 წლის სუდაკოვის იჯარით აყვანა გამოსყიდვის აუცილებელი პირობით სურს, "შახტარს" კი გაყიდვა უნდა და ტრანსფერში მინიმუმ 35 მილიონ ევროს მოითხოვს.

სუდაკოვს "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენიმე თამაშს ვუყურე ამ ბიჭის და მე ვერაფერი ისეთი ტალანტი ვერ შევამჩნიე, რა გადარია ეს ხალხი ნეტა?
Givi
21:58 25-12-2023
0

სიახლეები პოპულარული