"სირცხვილია!" - "ნაპოლის" ფანებმა "ფროზინონესთან" განადგურება ძალიან მძიმედ მიიღეს

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" 0:4 განადგურდა.

Arenanapoli წერს, რომ "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა ეს მარცხი ძალიან რთულად მიიღეს. ფანების გარკვეული ჯგუფი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე სკანდირებდა, რომ ეს ყველაფერი დიდი სირცხვილი იყო, ზოგიერთი კი ამბობდა, რომ გულშემატკივარი ამას არ იმსახურებდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მეთაურობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ფეხბურთელები ფანებთან მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს.

Arenanpoli წერს იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დამწუხრებული იყო და გულშემატკივართა თვალწინ თავდახრილი იდგა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
დაიმსახურესს!!!!გეგონება ქვედა ლიგის გუნდს ეთამაშებოდა, რა ეგონა ნეტა, ამ სასტავით მოიგებდა??? მაგიტომაც გახიეს გემრიელად! ასე აგდებულად არ უნდა შეაფასო მეტოქე! ეგონა: ამათ მეორე სასტავითაც მოვუგებთო! თასი მეორე ხარისხოვანი ტურნირი არასდროს არ არის ესეთი გუნდებისთვის და ნაპოლიც გეგონება ყოველ წელს იგებდეს ტიტულს და თასი აღარ უნდოდათ!
მურთო
00:23 21-12-2023
0
უფრთო და უბუმბულო, ვითომ "ნაპოლის სუპერ გულშემატკივრებს" გულზე ეცათ მე რომ ჩემი მოსაზრება დავწერე თუ რომელი 8 გუნდი გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და იქ ბარსელონა დავასახელე და არა ნაპოლი.ყველაფერი იკადრეს იმიტომ რომ სიმართლის დანახვა არ უნდათ. ფროსინონემ კი უბრალოდ ჭ კლასელი სპარინგ პარტნიორივით გადასრისა ნაპოლი.
კიდევ გაქვთ რაიმე კითხვები და კიდევ ვერ გაიგეთ რომ ნაპოლიში არც ხვიჩას ადგილია და ვერც ის იჩენს თავს ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს და იმიტომ რომ მთლიანად გუნდია არეული და მისი დალაგებას კარგა დიდი დრო უნდა?
Jango
22:49 20-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული