დე ლაურენტისი: მადლობა ღმერთს, მწვრთნელად ეს ადამიანი არ დავნიშნე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ელაურენტისმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "პარტენოპეი" ლუჩანო სპალეტიმ დატოვა და გუნდი მის შემცვლელს ეძებდა.

"რამდენიმე მწვრთნელს ვესაუბრე. მათ შორის, ტიაგო მოტას, რომელსაც ჩვენთან მუშაობა არ სურდა. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ასევე ლუის ენრიკე გახლდათ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მწვრთნელად ის არ დავნიშნე.

რატომ? - შეხედეთ პსჟ-ის ფეხბურთელებს. 3 დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო", - აქვეყნებს დე ლაურენტისის სიტყვებს Marca.
ასევე დაგაინტერესებთ