სპალეტიმ არაბებს უარი უთხრა და "იუვენტუსის" მოწვევას დაელოდება

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ცნობით, "ნაპოლის" ყოფილ თავკაც ლუჩიანო სპალეტის საუდის არაბეთის კლუბი "ალ-აჰლი" იტვევდა, თუმცა ტოსკანელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა.

მისი გეგმაა, რომ 1 წელი დაელოდოს და შემდეგ ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბაროს. მოგეხსენებათ, "ვეკია სინიორას" ახალი სპორტული დირექტორი "პარტენოპეიში" ამავე პოზიციაზე ნამუშევარი კრისტიანო ჯუნტოლი გახდა და ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ 2024/25-წლების სეზონისთვის ის სწორედ სპალეტის მიიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანომ 33 წლის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონი გახდა, გუნდში კი მის ნაცვლად ფრანგი რუდი გარსია მივიდა.
ასევე დაგაინტერესებთ