ვინ ჩაიბარებს "მილანს", თუ პიოლის გაათავისუფლებენ - ფავორიტი კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
Sport Italia-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ამ სეზონის შემდეგ "მილანის" მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დაითხოვენ, "როსონერის" ბოსები მის ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშვნაზე იფიქრებენ.

მოგეხსენებათ, "ლომბარდიელთა" საქმეები ხეირიანად ვერ მიდის. შიდა სარბიელზე ჩემპიონთა ლიგის ზონას საგრძნობლად მოშორდა და "ინტერთან" ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩიც 0:2 დათმო.

პიოლი და მისი ბიჭები სიტუაციის გამოსწორებას დღეს თბილისის დროით 23:00 საათიდან შეეცდებიან, როდესაც "ნერიაძურისთან" დაპირისპირების მეორე შეხვედრა დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული