დე ლაურენტისმა გულშემატკივრებს მიმართა: "რას გვეუბნება პროექტი "ნაპოლი"?

AutoSharing Option
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა. "უდინეზესთან" (1:1) ისტორიული ფრის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა "მარადონაზე" დამსწრე გულშემატკივრებს მიმართა.

"მადლობა, ამით დავიწყებ. თქვენ ყოველთვის მეუბნებოდით, რომ გინდოდათ მოგება და აი, ჩვენ მოვიგეთ, ყველამ ერთად. ახლა, კვირას, "ფიორენტინასთან" დიდ წვეულებას მოვაწყობთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

დღეს კულმინაციური დღე იყო, სკუდეტო უფრო ადრე მოვიგეთ, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ. კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმარჯვოთ. რას გვეუბნება პროექტი "ნაპოლი"? არასდროს გაჩერდეთ. ეს ჩამოსასვლელი ადგილია და არა გასამგზავრებელი. ჩვენ სპალეტიდან ვიწყებთ.

არის თუ არა ეს კულიბალის სკუდეტო?
არასდროს დავივიწყებ კავანის, ლავეცის, კუალიარელას, იგუაინს. ჩვენ იტალიის ჩემპიონობისკენ წლების განმავლობაში მივდიოდით და აი, შედეგიც! მათ არასდროს დავივიწყებთ" - განუცხადა დამსწრე საზოგადოებას აურელიომ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაურენტის და ნეაპოლელებო! ეს სკუდეტო პირველ რიგში ნეაპოლელებისაა,მერე ხვიჩასი და ოსიმენის და ამის მერე კი დანარჩენი ფეხბურთელებისა თავის მწვრთნელიან- დირექტორიან- პრეზიდენტიანად!!!
ზაზა
07:11 05-05-2023
4
რა კულბალი, რა ლავეცი, რის კავანი და კვალიარელა ამდროს პირველი ინსინიე უნდა გაგხსენებოდათ ბლიან.
რრრ
01:59 05-05-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული