"მილანმა" მოიგო - მეოთხე პოზიციისთვის ერთბაშად 3 გუნდი ბრძოლას განაგრძობს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში "მილანმა" "სტადიო სან სიროზე" "ლეჩე" 2:0 დაამარცხა.

"როსონერის" შემადგენლობიდან ორივე გოლი რაფაელ ლეაომ გაიტანა. პორტუგალიელმა შემტევმა თავი მე-40 და 74-ე წუთებზე გამოიჩინა.

ამრიგად, "მილანი" 56 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მეოთხე ადგილოსან "რომასაც" ამდენივე ქულა აქვს, თუმცა 1 მატჩი მარაგში აქვს (ხვალ, 24 აპრილს ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრებიან), 29 აპრილს კი ზემოხსენებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ მე-6 პოზიციას იკავებს "ინტერი", რომელსაც 54 ქულა აქვს (თავისი მატჩი "ემპოლისთან" 3:0 მოიგო).

რაც შეეხება "ლეჩეს", 28 ქულით მე-16
პოზიციას იკავებს, 3 მაისს კი ტურინის "იუვენტუსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტო მე-4 ადილისთვის რატომ, თქვენის აზრით ვითომ მე0რე და მესამე ვითომ განაღდებული აქ ლაციოს და იუვეს?დდდდდ
ეეე
00:06 24-04-2023
3

სიახლეები პოპულარული