"მაქვს განცდა, რომ "ნაპოლის"..." - მასიმო ამბროზინი "პარტენოპეის" შესახებ

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ "ნაპოლის" "სალერინტანასთან" (2:0) გამარჯვება შეაფასა.

როგორც "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, "პარტენოპეის" მაშინაც კი შეუძლია გამარჯვების მოპოვება, როცა საქმე კარგად არ მისდის.

"მაქვს განცდა, რომ "ნაპოლის" მაშინაც შეუძლია 3 ქულის აღება, როდესაც საქმე გუნდისთვის არცთუ ისე კარგადაა. მსგავსი რამ მოხდა "სალერინტანასთან" დაპირისპირებაშიც.

სეზონის პირველ ნახევარში 50 ქულის აღება გამორჩეული მიღწევაა, რომლის გამეორებაც ძნელია", - ციტირებს ამბროზინის TMW.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული