ფილიპ მექსე: სპალეტის გარეშე კარიერა არ მექნებოდა

AutoSharing Option
"რომასა" და "მილანის" ექსმცველმა ფილიპ მექსემ თავისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შეაქო.

"ალბათ, ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც ჩემს კარიერაში მიმუშავია. მეტიც, მინდა ვთქვა, მოცემულ მომენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მატჩებისთვის ყურადღებით ემზადება, ყოველ დეტალზე ზრუნავს. არა მარტო შესანიშნავი ტაქტიკოსია, არამედ შეუძლია თავისი მდგრადობა და ინდივიდუალურობა გადმოგცეს, ფეხბურთელებს სრულად დახარჯვაში ეხმარება.

იმდენად ბევრი რამ მომცა, რომ ზრდაში დამეხმარა. სპალეტის გარეშე კარიერა არ მექნებოდა. მისი ხელმძღვნელობით ყველა ასპექტში მნიშვნელოვნად გავუმჯობესდი", - ციტირებს მექსეს "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული