ჯენარო გატუზო: მოვიგეთ, თუმცა სამუშაო ბევრია

AutoSharing Option
იტალიურმა ''მილანმა'' ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა მოიგო. ''როსონერიმ'' საშინაო შეხვედრაში ''ბოლონია'' ჯაკომო ბონავენტურას დუბლის წყალობით, 2:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ''სან–სიროს'' ბინადრებს საკუთარ მოედანზე ბურთი ბოლო ოთხი შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონდათ გატანილი.

მატჩის შემდეგ კომენტარი ''მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

''მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ფეხბურთელებმა მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს.

ჯაკომო ბონავენტურას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ იგი იტალიაში ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ წინ შემდეგი თამაშია
და ხვალიდან მისთვის მზადება უნდა დავიწყოთ'', – აღნიშნა გატუზომ.


მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული