ტურინის "იუვენტუსისა" და სკუადრა აძურას ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილმა იტალიურ ფეხბურთს ავნო. აი, რა განუცხადა მან Football Italia-ს ჟურნალისტს:
"გვარდიოლიზმის გამო ჩვენთან აღარ არიან მაღალი დონის მცველები. მისმა სტილმა ბევრ უკანახაზელზე უარყოფითად იმოქმედა. ახლა ყველას შეტევის დაწყება უნდა და არ იციან როგორ ითამაშონ დაცვაში. იტალიაში არასოდეს არ ყოფილა "ტიკი - ტაკა". ეს ჩვენთვის უცხოა".