ვენტურამ, იტალიაში სუსტი თაობა გვყავსო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ესპანეთთან 0:3 წაგება იმით ახსნა, რომ ძველებურად კარგი ფეხბურთელები აღარა ყავთ და წარუმატებლობა მისი მიზეზი არაა:

„ჩვენ ფურია როხასთან დავმარცხდით, „იუვენტუსი“ „ბარსელონასთან“, „რომამ“ საუცხოოდ ვერ ითამაშა მადრიდის „ატლეტიკოსთან“. და ა.შ. აქ საქმე მარტო შედეგში როდია. ინდივიდუალურად უკეთესი ფეხბურთელები რომ გვყავდეს, ნაკლები პრობლემები გვექნებოდა.

ვთვლი თუ არა, რომ ზედმეტად მაკრიტიკებენ? დე ყველამ თავად გასცეს ამ კითხვას პასუხი“.