დე ლაურენტისი: ვენტურა სერია C-ში 3 თვის შემდეგ გადავაყენე

AutoSharing Option
მუნდიალის პლეი-ოფში განცდილი ფიასკოს გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაცია "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკრიტიკა:

"ერთადერთი დამნაშავე ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიოა, რადგან მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა არ მოხსნა. ვენტურა კარგი სპეციალისტია, მაგრამ როდესაც "ნაპოლი" სერია C-ში თამაშობდა, სამ თვეში დავითხოვე სამუშაოდან.

რატომ იძახებ სკუადრა აძურაში ლორენცო ინსინიეს, თუ თავის პოზიციაზე არ ათამაშებ? ამით კლუბს ფინანსურად აზარალებენ და თან, ვინმე იფიქრებს, რომ ინსინიემ თამაში არ იცის. ლორენცო 4-3-3 ტაქტიკისასაა სასარგებლო და არა 4-2-4-სას.

ტავეკიოს ადგილზე მე მაშინვე გადავდგებოდი, რათა იდიოტის როლში არ აღმოვჩენილიყავი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული