"მილანი". მინუს ბონავენტურა, პლუს რომანიოლი

AutoSharing Option
კუნთის ტრავმის გამო "მილანის" ფორვარდი ჯაკომო ბონავენტურა გუნდს ორი-სამი კვირის განმავლობაში გამოაკლდება. იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა გასულ კვირას მიიღო. სწორედ ამის გამო არ იყო ის "მილანის" განაცხადში იტალიის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, რომელშიც ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილებმა "კროტონეს" სტუმრად 3:0 მოუგეს.

"ბონავენტურას კუნთი აქვს გაჭიმული. ერთი შეხედვით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ არის რიგი გარემოებებისა, რაც გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ. ის ორ-სამ კვირას გამოტოვებს, რათა სრულად მოშუშდეს და მთელი სეზონის განმავლობაში მაქსიმალურად დაიტვირთოს. ჩვენ ტრავმის ყველა რეციდივი უნდა მოვსპოთ და მხოლოდ ამის შემდეგ
დაუბრუნდება ფეხბურთელი მინდორს", - განაცხადა "მილანის" ექიმმა ჯანლუკა მელეგატიმ.

"როსონერის" ბანაკში მატებაცაა. გუნდს 22 წლის მცველი ალესიო რომანიოლი დაუბრუნდა. ფეხბურთელი შეძლებს თამაშს ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, რომელშიც "მილანი" მაკედონიურ "შკენდიას" დაუპირისპირდება. თუმცა "როსონერის" პირველი შეხვედრა 6:0 აქვს მოგებული და რომანიოლის გარეშეც იოლად გავიდოდა ფონს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული