სალაჰის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა - უხვგოლიანი ფრე "ბრაიტონსა" და "ლივერპულს" შორის [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ბრაიტონმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს, ამის შემდეგ მოჰამედ სალაჰის 2 გოლი მოჰყვა, ეგვიპტელმა თავი მე-40 და 45+1 წუთებზე გამოიჩინა, საბოლოო შედეგი კი ლუის დანკმა დააფიქსირა.

ამრიგად, "ბრაიტონი" 16 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "მანჩესტერ სიტისთან" გამართავს.

"ლივერპული" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 21 ოქტომბერს კი "ევერტონს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული