სასწაული "ოლდ ტრაფორდზე" - 87-ე წუთზე შემოსულმა მაკტომინეიმ "ბრენტფორდს" 2 გოლი გაუტანა და "იუნაიტედს" მოაგებინა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრენტფორდს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა 26-ე წუთზე მატიას იენსენის გოლის წყალობით ანგარიში გახსნეს.

თითქოს და მატჩი ტენ ჰაგის გუნდისთვის უიმედოდ მიდიოდა, თუმცა 87-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა სკოტ მაკტომინეიმ 90+3 და 90+7 წუთებზე ორი გოლი გაიტანა და "წითელ ეშმაკებს" მოაგებინა.

ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" 12 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "შეფილდთან" გამართავს.

"ბრენტფორდი" 7 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს, იმავე 21 ოქტომბერს კი "ბარნლის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იღნბალით აქვთ მთელი ტიტულები მოგებული!!
ბაბუ
09:48 08-10-2023
3
Sir alexis meugles pativi sces "fergi time"ra dro iyo da ra gundii...
L.J .
20:34 07-10-2023
0

სიახლეები პოპულარული