გვარდიოლამ პრემიერ ლიგაში "სიტის" მთავარი კონკურენტები დაასახელა

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგაში მისი გუნდის მთავარ კონკურენტებად "ლივერპული" და "არსენალი" მიიჩნია.

ესპანელმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო ნათელი სურათის და იმის გასაგებად თუ ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის საჭიროა 10 ტური მაინც გავიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე "მეთოფეები" და "მერსისაიდელები" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები არიან.

პრემიერ ლიგას 7 ტურის შემდეგ "სიტი" 18 ქულით ლიდერობს, 2-3 პოზიციას კი 17 ქულით "ტოტენჰემი" და "არსენალი" იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თვითონ იძახის კატალონიელი ვარო და...
ლაშა
22:42 06-10-2023
0

სიახლეები პოპულარული