ქამბექი "სენტ ჯეიმს პარკზე" - კაცნაკლულმა "ლივერპულმა" "ნიუკასლი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნიუკასლმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. შეხვედრა მერსისაიდელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 25-ე წუთზე საკუთარი გუნდი ენტონი გორდონმა დააწინაურა. მალე "ლივერპულის" მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან 28-ე წუთზე ისაკზე წესების დარღვევის გამო ვირჯილ ვან დეიკი მოედნიდან გააძევეს.

მეორე ტაიმში "ახალციხელებმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, რითაც კლოპის გუნდმა ბრწყინვალედ ისარგებლა.

მე-80 წუთზე დარვინ ნუნიესმა ანგარიში გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, "ნიუკასლმა" მიმდინარე სეზონში
მე-2 მარცხი იწვნია. ედი ჰაუს გუნდი მორიგ მატჩს 2 სექტემბერს "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს. "ლივერპული" 3 აგვისტოს "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული