პაკეტა "სიტის" სასურველ ფეხბურთელთა პაკეტშია - "ვესტ ჰემმა" მანჩესტერელთა პირველი წინადადება დაიწუნა

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "სიტი" სერიოზულადაა დაინტერესებული და ყველა ღონეს იხმარს, რათა "ვესტ ჰემიდან" ლუკას პაკეტას ტრანსფერი სრულყოს.

მანჩესტერელებმა ლონდონელებს პირველი შეთავაზება 60 მილიონი ფუნტის სახით უკვე გაუკეთეს, თუმცა უარი მიიღეს.

"ჩაქუჩებს" უნდა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 85 მილიონი ფუნტი მიიღოს.

1 წლის წინ "ვესტ ჰემმა" პაკეტა "ლიონიდან" 43 მილიონ ევროდ შეიძინა, რასაც 17 მილიონი ბონუსებით დაემატა - ეს დღემდე კლუბის რეკორდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული