"მანჩესტერ იუნაიტედმა" თასის ნახევარფინალში პენალტებში გაიმარჯვა და ფინალში "სიტის" შეხვდება

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაიტონი" პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

"თოლიების" მხრიდან ერთადერთი თერთმეტმეტრიანი სოლი მარკმა ააცილა.

მეორე ფინალისტი "მანჩესტერ სიტი" იქნება, რომელმაც "შეფილდ იუნაიტედი" რიად მაჰრეზის ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა.

მანჩესტერული დერბი თასის ფინალში 3 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული