მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში არ ითამაშებს.

როგორც იცით, სასამართლომ 21 წლის თავდამსხმელი გაამართლა, მას ბრალი გოგონაზე თავდასხმასა და გაუპატიურებაში ედებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, "იუნაიტედი" აწარმოებს შიდა გამოძიებას გრინვუდთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვემდე გაგრძელდება. ამის გამო მისი გამოჩენა მოედანზე მიმდინარე სეზონში ნაკლებად სავარაუდოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული