მეხუთე უკრაინელი პრემიერლიგაში - "ბორნმუთმა" ზაბარნი 25 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"ბორნმუთმა" კიევის "დინამოსგან" უკრაინის ნაკრების 20 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი 25 მილიონ ფუნტად შეიძინა (პლუს ბონუსები) და ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კიევის "დინამო" ზაბარნის შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან 20%-ს მიიღებს. კლუბებმა აგრეთვე საქველმოქმედო მატჩის ჩატარება დაგეგმეს.

ინგლისში უკვე ხუთი უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობს - ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი) და ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი).