"სიტი" არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ყიდულობს

AutoSharing Option
"რივერ პლეიტის" 21 წლის თავდამსხმელი ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

"სიტი" ალვარესს 18.5 მილიონ ევროდ შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ივლისამდე თავის ამჟამინდელ გუნდში იჯარით დატოვებს.

ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატის 20 მატჩში ალვარესმა 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დავიჯერო , არგენტინის ჩემპიონატი რამით ჩამოუვარდება რუსეთის ჩემპიონატს? 18.5 მილ იხდიან ესეთ შედეგიან ფორვარდში , ხვიჩას ფასს სანამ რეალურს არ დაადებენ მანამდე მოუწევს მანდ ყოფნა და იმედია ჯანოს ბედს არ გაიზიარებს
giorgi
10:02 26-01-2022
0
ეს ალვარესი ქინქლაძეა სუფთა თამაშის ვიდეო ვიდეო ვნახე გამოვქლიავდი
City
08:51 26-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული