"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო

AutoSharing Option
გადაყენებული კლაუდიო რანიერის ნაცვლად "უოტფორდის" მწვრთნელად 74 წლის როი ჰოჯსონი დანიშნეს.

ჰოჯსონთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

ჰოჯსონი ბოლოს "კრისტალ პალასში" მუშაობდა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

ამ სეზონის დასაწყისში "უოტფორდის" თავკაცი ჩისკო მუნიოსი იყო, შემდეგ კი - რანიერი.

20 ტურის შემდეგ "უოტფორდი" პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული