ანჩელოტი "ევერტონში" ზლატანთან ერთად მივა?

AutoSharing Option
პსჟ-ისა და "ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლივერპულის "ევერტონში", შესაძლოა, 38 წლის შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იტალიელი "ევერტონთან" მოლაპარაკებებსაც არ აწარმოებდა, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. თავად ლივერპულური კლუბიდან დაადასტურეს ანჩელოტისთან მიმდინარე მოლაპარაკებები.

ანჩელოტი შესანიშნავად იცნობს იბრაჰიმოვიჩს, ისინი ერთად პარიზულ კლუბში მუშაობდნენ. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პაპა კარლო "ევერტონში" ხელფასის სახით წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

altზლატან იბრაჰიმოვიჩი: 50 წლის ასაკში შემიძლია ამ დონეზე თამაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული