ლონდონის "არსენალი" ზამთარში შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს, ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, იანვარში "მეთოფეთა" რიგები შესაძლოა მეკარე დავიდ ოსპინამ, ნახევარმცველებმა აარონ რემსიმ, მესუთ იოზილმა და ფორვადმა დენი უელბეკმა დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ რემსისა და უელბეკის კონტრაქტები კლუბთან 2019 წლის ზაფხულში იწურება, ხოლო "არსენალს" მათი დაკარგვა უფასოდ არ სურს.

ოსპინა კი იჯარით "ნაპოლიში" გამოდის და ნეაპოლელები მზად არიან ის გამოისყიდონ.

რაც შეეხება იოზილს, "არსენალი" მასთან დაკავშირებით შემოთავაზებას ელოდება, რადგან გერმანელი უნაი ემერის დიდად არ სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული