კარლო ანჩელოტი არსენ ვენგერის შესაცვლელად მზადაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, არსენ ვენგერი "მეთოფეებს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

გუშინ ბრიტანულ პრესაში მთელი დღე ვენგერის შემცვლელის ვინაობის გარკვევა მიმდინარეობდა. როგორც იუწყეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ბარსელონას" ყოფილ დამრიგებელთან ლუის ენრიკესთან.

ასევე დროებით უმუშევარმა კარლო ანჩელოტიმ მიანიშნა, რომ მზადაა ვენგერი შეცვალოს:"ვენგერმა "არსენალში" მთელი ეპოქა შექმნა და აღიარებას იმსახურებს. ლონდონურ კლუბს მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს.

პროფესიონალური თვალსაზრისით მოხარული ვარ, თუ მათ გეგმებში შევდივარ, თუმცა ჯერ არავინ არ დამკავშირებია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წინადადებით მომმართავენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული