"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში 9 ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერის" სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა და კლუბის ხელმძღვანელობისაგან ტრანსფერებისთვის საჭირო ფულსაც მიიღებს.

როგორც იუწყებიან, გუნდს 9 ფეხბურთელი დატოვებს: ლიუკ შოუ, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი, ანდერ ერერა, ხუან მატა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარუან ფელაინი (ეს ორი უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსით).

ახალ სეზონში "მანიუ" გარეთ ბეილის (რეალი), ტობი ალდერვეირელდის, დენი როუზის (ორივე ტოტენჰემი), ვილიანის (ჩელსი) და ფრედის (შახტარი) შეძენას შეეცდება.

ამ ტრანსფერების გამო "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდის" რეკონსტრუქცია გადადო.
ასევე დაგაინტერესებთ