პრემიერლიგა. XXXI ტური: სათასო სეკვესტრი და ჰიუზი "წმინდანებში"

AutoSharing Option
სათასო ბატალიების გამო პრემიერლიგის მორიგი ტური "სეკვესტრში" მოჰყვა, განსაკუთრებით - გრანდთა მონაწილეობით გასამართავი შეხვედრები. იმ გუნდებიდან, რომლებიც მიმდინარე პრემიერლიგაში მაღალ მიზნებს ისახავენ, მხოლოდ "ლივერპული" ითამაშებს.

იურგენ კლოპის კრებულს "მანჩესტერთან" განცდილი უსიამოვნო მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მართებს. ერთი შეხედვით, "უოტფორდთან" თამაში იოლი უნდა გამოდგეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ამ გუნდების ბოლო ჯახი, რომელიც 3:3 დასრულდა.

ეგაა, ხვალინდელი მატჩის წინ "უოტფორდის" არაერთ ფეხბურთელს აწუხებს ტრავმა. შეიძლება ითქვას, გუნდის შემადგენლობა განახევრებულია. ამდენად, კიდევ უფრო გაზრდილია "ლივერპულის" შანსები.

ძალიან უნდა "დაცხ
ეს" "ჰადერსფილდისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრაში. ეს თამაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 6-ქულიანთა კატეგორიას განეკუთვნება. ორივე გუნდის მიზანს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს და ბრძოლა ფიცხელი ამადაც უნდა გამოდგეს.

ორივე გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. ამდენად, ხარისხისა რა გითხრათ, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე მინდორზე დაძაბულობა არ უნდა განელდეს. ველით ხისტ და კონტაქტურ ფეხბურთს.

საინტერესო უნდა გამოდგეს "სტოკისა" და "ევერტონის" შეხლაც. ფაქტია - "სტოკს", არცთუ ურიგო შემადგენლობის მიუხედავად, რეალურად უდგას პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა.

ამ ტურის თამაში გადაუტანეს "საუთჰემპტონსაც", მაგრამ "წმინდანებში" ახალი ამბავია და რაკი პრემიერლიგაზე ვლაპარაკობთ, ბარემ ესეც ვთქვათ - პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი მარკ ჰიუზმა ჩაიბარა.

54 წლის უელსელი სპეციალისტი "საუთჰემპტონს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის ჰიუზის ახალ გუნდს მე-17 ადგილი უჭირავს და ეს გახდა სწორედ მაურისიო პელეგრინოს გათავისუფლების მიზეზი. შეგახსენებთ, ბოლოს ჰიუზი წვრთნიდა "სტოკს", საიდანაც იანვარში დაითხოვეს.

ფაქტები
  • "ბორნმუთმა" ბოლო 5 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ჰადერსფილდისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო სამ მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "სტოკისა" და "ევერტონის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXI ტური
შაბათი, 17 მარტი
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ჰადერსფილდი-კრ. პალასი 19:00
სტოკი-ევერტონი 19:00
ლივერპული-უოტფორდი 21:30

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული