"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა პოჩეტინოს მუშაობით კმაყოფილია

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემს" გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება. კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლევის თქმით, ხელმძღვანელობა არგენტინელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

ამჟამად პოჩეტინოს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, სეზონში კი იგი 6,5 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. გაუმჯობესებული პირობებით კი ჯამაგირი 8 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება, ხოლო კონტრაქტი 2022 წლამდე გახანგრძლივდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული