"მელიების" მენეჯერმა კლოდ პიუელმა შექმნილი ვითარება ასე განმარტა: "მარეზის დარჩენა ჩვენთვის კარგი ამბავია. ახლა მთავარია, ითამაშოს. ეს მისთვის მთლად სასიამოვნო სიტუაცია არაა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე. იმედია, გუნდში დაბრუნდება და თამაშს სიხარულით გააგრძელებს".