"მანჩესტერმა" რონალდოს შეძენაზე სანჩესის გამო თქვა უარი

AutoSharing Option
"მარკა" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერმა" "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს ტრანსფერზე "არსენალის" ფორვარდის ალექსის სანჩესის გამო თქვა უარი და გუნდის მენეჯერი ჟოზე მოურინიო აღარ თვლის თანამემამულის თავის გუნდში გადაყვანას საჭიროდ.

ამის დასადასტურებლად გამოცემა ირწმუნება, რომ "მანიუში" სანჩესს 7-ნომრიან მაისურს გადასცემენ, რომლითაც ადრე ამ გუნდში კრიშტიანო თამაშობდა.

ჩილელის შეძენის შემდეგ "იუნაიტედი" ზამთარში აღარავის აღარ დაიმატებს, ზაფხულში კი დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებაზე იზრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდო ჩინეთში წასვლას თუ არ იჩქარებს, ყაზანში ან სამტრედიაში მოუწევს თამაში
ბაზი
09:35 20-01-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული