ხოსეპ გვარდიოლა მომავალი მეტოქის დასაზვერად მანსფილდში ჩავიდა [PHOTO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის თასზე თავისი გუნდის  მომავალი ოპონენტის თამაშის სანახავად მანსფილდში ჩავიდა.

FA CUP-ის 1/16-ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში "მასფილდი" და "კარდიფი" არკვევდნენ.

საბოლოოდ, სტუმრებმა 4:1 გაიმარჯვეს და მომდევნო წრეში "სიტის" შეხვდებიან.

ხოსეპ გვარდიოლას კი ინგლისის ამ პატარა ქალაქში დიდი პატივისცემით დახვდნენ.

მას "მანსფილდის" პრეზიდენტი კაროლინა რაშფორდიც შეხვდა, რომელმაც შემდეგში სოციალურ ქსელში გვარდიოლასთან ერთად გადაღებული სურათი, წარწერით - "შეხედეთ, როგორი ლეგენდა იმყოფება დღეს ჩვენს სახლში", - გამოაქვეყნა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული