"სტოკის" მწვრთნელად 48 წლის შოტლანდიელი პოლ ლამბერტი დანიშნეს. ის გუნდს სამშაბათს "მანჩესტერთან" გასვლითი მატჩის შემდეგ ჩაიბარებს.
"პოლმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუნდის შემადგენლობის ცნობით და მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტული გეგმა წარმოგვიდგინა", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა პიტერ კოუტსმა.