თასზე "სტოკი" ასეთი დაბალი ლიგის გუნდთან ბოლოს 1938 წელს დამარცხდა. ეს უელსელი სპეციალისტისთვის "სტოკის" მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მე-200 შეხვედრა იყო (71 მოგება, 48 ფრე და 81 წაგება). ის ამ გუნდს 2013 წელს ჩაუდგა სათავეში და ახლა გასავარდნად აქვს საქმე.