ჟოზე მოურინიო: ლუკაკუ 2 მატჩს გამოტოვებს, იბრაჰიმოვიჩი 1 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისევ მსაჯობაზე იწუწუნა:

"წარუმატებელი დღე იყო პოუსონისათვის, ის ფანტასტიკური არბიტრია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში.

ძალიან ბევრი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ პენალტი არ მოგვცეს. არ ვამბობ, რომ გაბრაზებული ვარ მსაჯობის გამო, პოუსონმა თავისი სამუშაო კარგად შეასრულა, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ ამ გუნდში ვმუშაობ. ლუკაკუ 2 მატჩს გამოტოვებს, იბრაჰიმოვიჩი 1 თვე ვერ ითამაშებს.
იანვარში ფეხბურთელების დამატებას არ გამოვრიცხავ".