პრემიერლიგის აუტსაიდერის "სუონსის" საიტი მენეჯერის პოლ კლემენტის გადაყენებას იუწყება.
45 წლის კლემენტმა უელსური გუნდი იანვარში ჩაიბარა, იქამდე კი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო "ჩელსიში", პსჟ-ში, "რეალსა" და "ბაიერნში", 2015-2016 წლებში კი "დერბის" ედგა სათავეში.