პრემიერლიგა. XXXVIII ტურის წინ: გასარკვევია მხოლოდ ერთი რამ...

AutoSharing Option
ერთი ტურიც და, პრემიერლიგა დაგვემშვიდობება. ინგლისში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა ინტრიგა ყოველთვის რჩება. ამ შემთხვევაში, ასე ვერ დავწერთ და გულშემატკივარს ნამდვილად ვერ მოვატყუებთ.

გასარკვევია მხოლოდ ერთი რამ - როგორ დაკომპლექტდება პრემიერლიგის პირველი ოთხეული და, შესაბამისად, რომელი გუნდები წარადგენენ ინგლისს ჩემპიონთა ლიგაში.

კაცმა რომ თქვას, აქაც ყველაფერი გარკვეულია. საკმარისია, "ლივერპულმა" უბრალოდ არ წააგოს "ბრაიტონთან" საშინაო, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალისტი მომავალ წელსაც იასპარეზებს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე.

მართალია, ენფილდელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელით "რეალთან", მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან,
რომ "ბრაიტონთან" მოდუნება არ შეიძლება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინწინ 3 რეკორდი დაამყარა და კიდევ 2 რეკორდის მფლობელი შეიძლება გახდეს - პრემიერლიგაში 100-ქულიანი თამასა და მეორეადგილოსანთან მაქსიმალური დისტანცია. ამისთვის საჭიროა, "სიტიმ" თანაქალაქელი "იუნაიტედი" 18-ზე მეტი ქულით ჩამოიტოვოს.


სხვა რა დავწეროთ? ეს ის შემთხვევაა, როცა ინტრიგას თითიდან ვერ გამოვწოვთ. ყველაფერი გარკვეულია. თითქოს, "სუონსის" აქვს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია ბურთების იმ შეფარდების გამო, რომელიც უელსელებს "საუთჰემპტონთან" შედარებით აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამ "საუთჰემპტონთან" რამდენიმე დღის წინ საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ და რაღა პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ?

...მთავარი მოვლენა კი არსენ ვენგერს უკავშირდება. ფრანგი ბოლოჯერ დამოძღვრავს ლონდონის "არსენალს", რომელთან ერთადაც მან დიდი ეპოქა შექმნა და პრემიერლიგა აშკარად უკეთესი გახადა. ამას მისი "დაუძინებელი მტრებიც" აღიარებენ...

ფაქტები

  • "ბარნლისა" და ბორნმუთს" შორის ბოლო სამ მატჩში ორივემ მოახერხა თითო გოლის გატანა.
  • "კრისტალ პალასისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო ოთხ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ჰადერსფილდსა" და "არსენალს" შორის ოთხივე მატჩი "მეთოფეებმა" მოიგეს.
  • "ლესტერსა" და "ბრაიტონს" შორის სამივე შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მანჩესტერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "უოტფორდს".
  • "ჩელსიმ" ბოლო 2 თამაშში შეძლო "ნიუკასლის" დამარცხება.
  • "სიტიმ" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "საუთჰემპტონს".
  • "სუონსის" ბოლო 8 პრემიერლიგურ მატჩში არ მოუგია.
  • "ლესტერმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "ტოტენჰემის" დამარცხება.
  • ბოლო 3 მატჩია, "ვესტ ჰემი" ვერ ახერხებს "ევერტონის" ძლევას.

ბოლო ტური
კვირა, 13 მაისი
ბარნლი-ბორნმუთი 18:00
კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ჰადერსფილდი-არსენალი 18:00
ლივერპული-ბრაიტონი 18:00
მანჩესტერ იუნ-უოტფორდი 18:00
ნიუკასლი-ჩელსი 18:00
საუთჰემპტონი-მანჩესტ. სიტი 18:00
სუონსი-სტოკი 18:00
ტოტენჰემი-ლესტერი 18:00
ვესტ ჰემი-ევერტონი 18:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 28 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული