აგუერომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ინსტაგრამზე" თანაქალაქელი "იუნაიტედის" გულშემატკივართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

არგენტინელი ფოტოზე გოლფის მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერ რორი მაკელროისთან ერთადაა გადაღებული, რომელიც "წითელი ეშმაკების" ძალიან დიდი ფანია.

ჩრდილოირლანდიელს ეს ფაქტი არაერთხელ აღუნიშნავს.  მისივე განცხადებით, იგი სერ ალექს ფერგიუსონს აღმერთებს და მისთვის შოტლანდიელი მისაბაძი მაგალითია.

მაკელროი "მანჩესტერის" შეხვედრებსაც ხშირად ესწრება და კლუბის წვეულებებზეც სასურველი სტუმარია.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული