ჰარი კეინმა წელს 50-ე გოლი გაიტანა და 90 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ, "ტოტენჰემმა" ჩვეულად იასპარეზა და "უიმბლდონზე" (მატჩს 62 202 მაყურებელი დაესწრო) "სტოკი" გაანადგურა (5:1). ამ შეხვედრაში ბევრი აღსანიშნავი რამ მოხდა:

სტუმართა გუნდის მცველმა შოუკროსმა საკუთარი კარიც დალაშქრა და მეტოქისაც, სონმა დუბლი მიითვალა, ჰარი კეინმაც, რომელმაც წელს 50 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ერთ კალენდარულ წელიწადში ამდენი გოლი ინგლისელი ფეხბურთელებიდან 90 წლის წინ "ევერტონის" ფორვარდმა დიქსი დინმა გაიტანა. კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა "დეზების" ნახევარმცველმა ერიკსენმა.


30 სექტემბრის მერე როგორც იქნა მოიგო "ვესტ ჰემმა",
"ჩელსისთან"  1:0 და ძალიან გაახარა ახალი მენეჯერი დევიდ მოიესი, მისმა ვიზავიმ ანტონიო კონტემ კი დაიჩივლა, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ამის მიზეზი ფეხბურთელთა გადაღლილობა იყოო.


"ნიუკასლი" სახლში აიოსე პერესის მიერ 86-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით დამარცხდა "ლესტერთან" 2:3 და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. "ჯორდებმა" ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.


და რაც მთავარია, დღეს "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერული დერბია, რომელიც ალბათ, არამარტო პრემიერლიგის ამ ტურის, არამედ უქმეების ცენტრალური თამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული