ანტონიო კონტე: შეცდომა დავუშვი და მსაჯს ბოდიში მოვუხადე

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში "სუონსისთან" მატჩისას გაძევებულმა "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი შეცდომა აღიარა:

"მეტოქე დრო გაყავდა და განერვიულებული ვიყავი. ამის თაობაზე რამოდენიმეჯერ ვუთხარი მეოთხე მსაჯს. ამაში მდგომარეობდა პრობლემა. შევცდი და თამაშის შემდეგ არბიტრს ბოდიში მოვუხადე.

ვერ გეტყვით, ჩემი გაძევება სამართლიანი იყო თუ არა, მაგრამ რეფერის მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. ხანდახან ძალიან იმედგაცრუებული ხარ და ყველამ შეიძლება ჩემსავით შეცდომა დაუშვას".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეი ავტორჯან ,,რეფერი" -არა, მსაჯი, მსაჯი გეიგევი????

ისევე როგორც მსოფლიო ,,მუნდიალი" კი არა, მსოფლიო ჩემპიონატი!!!!!!!
კოტე
12:37 30-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული